19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"დიდი ქართველი" - "რუსთავი 2"-ის ახალ პროექტებს სექტემბრიდან კიდევ ერთი მეგა შოუ დაემატება

"რუსთავი 2"-ის ახალ პროექტებს სექტემბრიდან კიდევ ერთი მეგა შოუ დაემატება. "დიდი ქართველი" - ასე ჰქვია გრანდიოზულ პროექტს, რომელსაც ტელეკომპანია BBC-სთან თანამშრომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით იწყებს. თანამშრომლობის მემორანდუმი მედიაჰოლდინგმა უნივერსიტეტთან უკვე გააფორმა.

აკადემიური წრეების წარმომადგენლები ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის შემეცნებითი კონტენტის მომზადებაში.

ეს იქნება ერთადერთი პროექტი ქართულ ტელესივრცეში, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებას, იქნება შემეცნებითი და მარტივად და საინტერესოდ გადმოცემული ფაქტებით, კიდევ ერთხელ გაახსენებს ყველა თაობის მაყურებელს ქვეყნის ისტორიას და დიდ ქართველებს.

"იმ მრავალ პროექტთა შორის, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ელოდება ახალ სეზონზე "რუსთავი 2-სგან", ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს მეგა შოუს, "დიდ ქართველს". ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ნაწილში დედა უნივერსიტეტის ჩართულობა, რადგან, ვფიქრობთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ჩართულობა, ვგულისხმობ როგორც უნივერსიტეტის პროფესორებს, ასევე საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებს,“ – განაცხადა "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორმა, ზაზა გველესიანმა.  

პროექტის შესახებ საუბრობს  "მედია ჰოლდინგის" მმართველი დირექტორი, თამარ ფხაკაძე.

"ეს არის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ერს შეაჯამებინებს, თუ ვინ არის მთავარი ქართველი და გავიგებთ, რომ ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე ღირებულებებზე შევიცვალეთ, ჩამოვყალიბდით, გავერთიანდით, ისევ ისე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ არის... მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო,“ - ამბობს თამარ ფხაკაძე.

დღის ამბები