ფორუმი "ურბან თბილისი" დასრულდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ჰაერის დაბინძურება და სხვა ურბანული გამოწვევები – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს.
ფორუმი 2017 წლიდან იმართება და მისი ორგანიზატორები არიან თბილისის მერია და "ფაინენშელ მედია".