19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
3-წლიანი პაუზის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის კარი ომბუდსმენისთვის გაიღო- რატომ რჩებიან აღსაზრდელები პანსიონში

სამწლიანი პაუზის შემდეგ სახალხო დამცველისთვის ნინოწმინდის პანსიონის კარი გაიღო, უფრო მეტიც, ნინო ლომჯარია ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღსაზრდელებთან პირისპირ დატოვა.

ეპისკოპოსი იაკობი სახალხო დამცველს პანსიონში, რომლის შესახებაც მას უმწვავესი ანგარიში ჰქონდა, პირადად მასპინძლობდა.

ნინო ლომჯარია, რომელიც პანსიონში ფსიქოლოგთან ერთად იმყოფებოდა, არ გამორიცხავს მოზარდებთან დამატებით გასაუბრებას.

ამ დროისთვის, დაწესებულებაში 14 აღსაზრდელი იმყოფება, მიუხედავად ლომჯარიას რეკომენდაციისა, რამდენიმე მათგანის ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ყველა აღსაზრდელი პანსიონში დარჩება.

დღის ამბები