მოსამართლეები დიპლომატების, ვენეციის კომისიის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წინააღმდეგ - თემიდას წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკა, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან.
მოსამართლეები სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს დესტრუქციად და თავდასხმად აფასებენ. უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სავალდებულო შესასრულებლად სასამართლო ხელისუფლებისთვის ვერ იქნება.
განცხადებას, რომელიც დღეს გავრცელდა, ხელს 250 მოსამართლე აწერს.
ოპოზიცია თემიდას წარმომადგენლების განცხადებას ხელისუფლებისგან წახალისებულად თვლის, მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის შეტანა სასამართლოში დაუშვებელია.