მწერალმა ეკა ტოგონიძემ ახალ რომანში ”შინ - შენ” ამ თარგმანს შორის ცხოვრების მთავარი ძაფი გააბა. სიყვარულის აღიარებისა და პატიებისთვის წიგნის მთავარ პერსონაჟს აფხაზეთიდან დევნილი მეუღლის მიერ განცდილი ტრავმები ფილმში გათამაშებული როლით აგრძნობინა.
ასე კი ის, რაც გამოუთქმელი და ხშირად აბსტრაქტულია, ლიტერატურული ენით ჟღერადი გახადა. იმისთვის, რომ გიყვარდეს, უნდა ხედავდე.
ომის ტრაგედია, რაზეც ეკა წერს, არა მხოლოდ მასში მონაწილე ადამიანებისთვის რჩება სამუდამოდ ჩაკირულ ტრავმებად.
ზოგჯერ სტრესი გენეტიკური მემკვიდრეობა ხდება, რომელიც უნებურად შვილებს გადაეცემათ. წიგნში პატარა პერსონაჟმა გაბიმ აფხაზეთის ომზე ბევრი რამ მამისგან იცის, ამას კი ემატება შემთხვევა, როცა მიწისძვრის დროს მას მამა ტოვებს და სახლიდან გარბის.
თავდაცვის მექანიზმი კი გაბისთვის ლეთარგიული ძილი აღმოჩნდება. მდგომარეობა, როცა ადამიანს სძინავს საღათას ძილით დღეების განმავლობაში.