19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"მაგის ჩამდენი რომ ყოფილიყო, ქალაქში ივლიდა ფეხით? შეწუხებული იყო პოლიციისგან" - დაკავებული შალვა გულიაშვილის მამა

გორში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია. სამართალდამცავებმა კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი, მეტსახელად "სემსოტა", აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 ივნისს სავარაუდოდ 43 წლის ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

"კურიერი" დაკავებული შალვა გულიაშვილის ოჯახის წევრებს ესაუბრა, ისინი დაკავების დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ შალვა გულიაშვილთან მკვლელობის დღიდან ამ დრომდე კონტაქტი არ ჰქონიათ.

"საერთოდ არაფერი არ ვიცით, ისიც არ ვიცით დაზუსტებით დაკავებული არის თუ არა,“ - აღნიშნავს დაკავებულის ოჯახის წევრი.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებისას მისი პირადი ნივთების ჩხრეკისას ნივთიერება იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებაა. დაკავებულის მამა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

"ეგ ვიცი, რომ ჩემი შვილი მაგის ჩამდენი არ იყო და არც წამალი არ ჰქონია. ჩემი შვილი რომ მაგის ჩამდენი ყოფილიყო, ქალაქში ივლიდა ფეხით? შეწუხებული იყო პოლიციისგან, სხვა არავისგან. ციხის კარიდან გამოვიდა თუ არა მაშინვე იყო მხედველობა მაგაზე, რომ აწუხებდნენ, წასული იყო ორი-სამ კვირით და ეტყობა დღეს გამოჩნდა და დააკავეს,“ - ამბობს დაკავებული შალვა გულიაშვილის მამა, თემურ გულიაშვილი. 

დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

 

 

 

დღის ამბები