19 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
21 წლის ლაშა სახეჩიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

21 წლის ლაშა სახეჩიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა გულმკერდის არეში დაჭრეს და დიაგნოზი გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმია.

ამ დროისათვის, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ლაშა სახეჩიძის მკურნალობის ხარჯები და მისი სიცოცხლის გადარჩენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

"საქართველოს ბანკი" - GE74BG0000000101023232 

"თიბისი ბანკი" - GE42TB7140445064300024 

მიმღები: ლევან სახეჩიძე.

დღის ამბები