Covid-19 ვაქცინები, რომლებიც დამზადებულია Pfizer-BioNTech– სა და Moderna– ს მიერ, წარმოქმნის ძლიერ იმუნურ რეაქციას ორგანიზმში, რამაც ორგანიზმი კორონავირუსისგან შესაძლოა წლების განმავლობაში დაიცვას. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით Independent-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კვლევები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ RNA-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე დოზა არ დასჭირდეთ, ვიდრე ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.
რეცენზირებული კვლევით დადგინდა, რომ ორივე ვაქცინა ადამიანებს ხანგრძლივად სთავაზობს დაცვას COVID-19-ისგან.
კვლევაში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ Johnson & Johnson-ის მიერ გაკეთებული ვაქცინა. კვლევის მთავარი ავტორის, იმუნოლოგ ალი ლებედის თქმით, ეს იმიტომ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში.