ათენის ეროვნული გალერეიდან 9 წლის წინ მოპარული, პაბლო პიკასოს ნამუშევარი "ქალის თავი" ძველ ადგილსამყოფელს დაუბრუნდა. საბერძნეთის პოლიციამ მოპარულ პიკასოს ნახატს მიაკვლია.
ათენის პოლიციის ინფორმაციით, პიკასოს ნამუშევრის "ქალის თავის" გარდა, ამოღებულია მხატვარ პიტ მონდ-რიანის "ქარის წისქვილიც".
ცნობილი მხატვრების ტილოები 2012 წელს ათენის ეროვნული გალერიიდან მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია საბერძნეთის მოქალაქე. ის გალერეაში დეკორატორად მუშაობდა.