19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური განათლება როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის - ფსიქოთერაპევტი ლიკა თუშიშვილი

ექიმისა და ფსიქოთერაპევტის ლიკა თუშიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური განათლება ჰქონდეს მშობელს, რადგან შვილის დასმულ შეკითხებს სწორად გასცეს პასუხი და მისი ინტერესი დააკმაყოფილოს.

ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" სტუმრობისას, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივ ძალადობაზე მსჯელობისას ისაუბრა.

"სექსუალური განათლება ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. საჭირო არის დოზირებულად, ასაკის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება ბავშვისთვის და ეს, რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური. ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური აღქმა. ზოგი ბავშვი მზად არის რაღაც ინფორმაციის მიღებისთვის და ამის გადამუშავებისთვის და ზოგი ბავშვი ჯერჯერობით არ არის მზად.

მე მაინც ვფიქრობ, რომ მშობლების განათლება ამ საკითხში უფრო სასარებლო იქნება ბავშვებისთვის, რადგან ეს უშაულო კონტაქტი უნდა დაამყაროს ოჯახის წევრმა. ბავშვებს უჩნდებათ კითხვა და მშობელი იბნევა, კითხვაზე საერთოდ ვერ პასუხობს. ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური განათლება, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. როცა ბავშვს უჩნდება ინტერესი, ეს მნიშვნელოვანია დააკმაყოფილოს მშობელმა. შეიძლება მაშინვე ვერ გასცეს პასუხი, მაგრამ უთხრას, რომ მოდი ამაზე ხვალ ვისაუბროთ და მისი ინტერესი დააკმაყოფილოს," - განაცხადა ლიკა თუშიშვილმა.

დღის ამბები