19 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
პირველი სიმპტომი არის, რომ ბავშვი გამოხატავს მისი ასაკისთვის არადამახასიათებელ ინტერესს სექსუალური თემებისადმი - ფსიქოლოგი სექსუალურ ძალადობაზე

როგორ უნდა იეჭვოს მშობელმა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლია და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ამ თემასთან დაკავშირებით იურისტებმა და უფლებადამცველებმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრეს.

ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძის თქმით, ძალადობას თან ახლავს ცვლილებები ბავშვის ხასიათში, და სწორედ ამიტომაც არის სექსუალური განათლება მნიშვნელოვანი, რომ მშობელმა იცოდეს, რა ასაკში რა ქცევა და ხასიათია მოსალოდნელი და რა არა:

"რასაც მე ვიტყვი ეს შეიძლება სხვადასხვა სტრესულ მოვლენას ახლდეს და ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჩვენი შვილი არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ პრინციპში ნებისმიერი ძალიან დიდი ცვლილება ბავშვის ხასიათში, იქნება ეს ძილის პრობლემები, ან მომატებული, ან ღამის კოშმარები, იქნება ეს მადის ცვლილებები ან მომატებული, ან დაქვეითებული, იქნება ეს ოთახში მარტო დარჩენის შიში და მომვლელთან მიწებებულობა, უფრო მეტი ვიდრე აქამდე იყო. ასეთი ცვლილებებია, რომელსაც მშობლები ვატყობთ ბავშვს.

რატომ არის სექსუალური განათლება მნიშვნელოვანი - იმიტომ, რომ მშობელმა უნდა იცოდეს ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის რა ქცევა არის მისაღები და მოსალოდნელი და რა არა. პირველი სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს რომ მოხდა ძალადობა, არის რომ ბავშვი გამოხატავს მისი ასაკისთვის არადამახასიათებელ ინტერესს სექსუალური თემებისადმი. შეიძლება შეეშინდეს  ბანაობისას გახდის და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც მშობლებმა უნდა ვიცოდეთ ამ ასაკში რა არის მოსალოდნელი და რა არა," - განაცხადა ლიკა ბარაბაძემ.

დღის ამბები