19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ნუ შეგეშინდებათ სექსუალური განათლების, ეს ჩვენს შვილებს სხვადასხვა საფრთხეებისგან დაიცავს - იდა ბახტურიძე

ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე "ღამის კურიერის" ეთერში ბავშებისთვის სექსუალური განათლების აუცილებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც იდა ბახტურიძე აცხადებს, სექსუალური განათლება ბავშვებს საფრთხეებისგან დაიცავს.

"რაღაცნაირად ასე დაგვემართა ამ საზოგადოებას, რომ თავად მსხვერპლები გამოვიდნენ საჯაროდ და შემდეგ მოგვიწია დაწევა სხვადასხვა სერვისების. ეს ცუდი პრეცედენტია. ანუ ერთის მხრივ, ჩვენ დაველოდეთ ქალებს თავად დაეწყოთ ბრძოლა და ეს ბრძოლა ძალიან დიდი ფასი ჯდება, იმიტომ, რომ როდესაც არ არის სისტემა მზად დაგეხმაროს და გადაგარჩინოს, შენ ძალადობის პირისპირ მარტო რჩები და ეს იწვევს ფემიციდებსა და მკვლელობებს. ასევე ისევ ბავშვებმა დაიწყეს საუბარი.

მე მინდა მივამართო საზოგადოებასა და მშობლებს, არ შეიძლება ასე ვუყუროთ, თუ როგორ გადარჩებიან თავისით ბავშვები ამ ბრძოლაში ან რამდენი დამარცხდება ამ ბრძოლაში. საერთოდაც ნუ შეეშიდებათ სექსუალური განათლების, ამ სიტყვათშეთანხმების. მთავარია, ეს განათლება ჩვენს შვილებს სხვადასხვა საფრთხეებისგან დაიცავს," - განაცხადა იდა ბახტურიძემ.

დღის ამბები