19 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"მეშინია, აბსოლუტური სიბნელეა" - ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე მოზარდებში სქესობრივი განათლების დონის შესახებ

ფსიქოლოგ ლიკა ბარაბაძის განცხადებით, მოზარდებში სქესობრივ განათლების დონე ძალიან დაბალია და მათ ძალიან მარტივ საკითხებზე ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვთ.

მისი თქმით, ასეთ თემებზე მშობლებმა შვილებთან საუბარი მაშინ უნდა დაიწყონ, როდესაც ბავშვები პირველი კითხვების დასმას იწყებენ. 

"მე პირადად ვიკვლევ ამ საგანს თბილისში მცხოვრებ მოზარდებში, რომელთაც საკმაოდ დიდი ხელმისაწვდომობა აქვთ სხვადასხვა რესურსებზე და მეშინია, რადგან არის აბსოლუტური სიბნელე, არამხოლოდ ძალადობა რა არის და რა არ არის არ იცის მოზარდმა, არ იცის სხვადასხვა დაავადებების სიმპტომატიკა, რომლის დროსაც უნდა მიმართოს ექიმს ან მშობელს. 

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მოზარდებისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო სხვა თანატოლები არიან და უამრავი მითი ვრცელდება. ყველაზე ხშირად საუბრობდნენ აივ შიდს დაავადებაზე, რომელიც საერთოდ საქართველოში არ არის ისეთი აქტუალური და სხვა მდგომარეობები უფრო გავრცელებულია, არ არის ინფორმაცია თავდაცვაზე, ოვულაციაზე, ძალიან ბევრ ისეთ რამეზე, რაზეც გვგონია, რომ ბავშვებმა იციან, რადგან ინტერნეტზე აქვთ წვდომა, კაცმა არ იცის რა იციან.

თავისთავად, ჩვენ თუ არასდროს არ გვქონდა ბავშვთან არანაირი საუბარი ამ თემაზე 14 წლამდე და 14 წლის ასაკში მოვინდომებთ მათთან საუბარს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვიწყებთ ბავშვთან საუბარს მაშინ, როდესაც ის სვამს ამ კითხვას. წესით, ის ამ კითხვას სვამს 2-3 წლის ასაკში,"- აცხადებვს ფსიქოლოგი. 

დღის ამბები