03 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
ინციდენტი შავ ზღვაში - რუსული ავიაგამანადგურებლები ნიდერლანდურ გემს სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდნენ

შავ ზღვაში რუსული ავიაგამანადგურებლები ნიდერლანდურ გემს სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდნენ. ნიდერლანდების თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რუსული თვითმფრინავები ხომალდის საკომუნიკაციო სისტემას ახშობდნენ და იმიტირებულ თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ინციდენტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ეს ქმედება უპასუხისმგებლობად შეაფასა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი ამბობენ, რომ ავიაგამანადგურებლები ნიდერლანდურ ხომალდს უსაფრთხო დისტანციაზე მიუახლოვდნენ.

დღის ამბები