03 მაისი 2024,   16:56
ვრცლად
ხანძარი კალიფორნიაში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

ხანძარი კალიფორნიაში - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 5 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა 8 ათასმა ადამიანმა. ხანძრის ჩაქრობას 800 მეხანძრე ცდილობს.

ცეცხლი რამდენიმე დღის წინ ელვის დროს გაჩნდა. მის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის დაბალი ტენიანობა ართულებს.

 

დღის ამბები