19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ჩხრეკის ახალ წესს ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში გააპროტესტებენ - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მტკიცებით, ცვლილებები საფრთხის შემცველია

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - ჩხრეკა/ამოღების ახალი წესის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

"სოციალური სამართლანობის ცენტრი" მოითხოვს დადგინდეს, უქმნის თუ არა საფრთხეს მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებების ბაზისურ სტანდარტებს.

მთავარი პრობლემა ორგანიზაციისთვის კანონის ის ჩანაწერია, სადაც, მათი თქმით, სავალდებულო არ არის ჩხრეკა ამოღების დროს ნეიტრალური მტკიცებულების ან მოწმის წარდგენა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად, კოდექსში ცვლილებების დროს განსხვავებული აზრის მიუღებლობაში მმართველ პარტიას საპარლამენტო ოპოზიციაც ადანაშაულებს. საპარლამენტო განხილვებში აქტიურად ჩართული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩხრეკა-ამოღების ახალი წესი კანონმდებლობას ვერ აუმჯობესებს.

საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იურიდიული კომიტეტის წევრები, რომლებმაც დოკუმენტზე იმუშავეს ამბობენ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოს ჰქონდა- გაზიარებულია. ცვლილებები კი კანონდარღვევის შესაძლო რისკებს მაქსიმალურად გამორიცხავს.

როდის დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოთხოვნის განხილვა ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზაციის იურისტები სარჩელზე უკვე მუშაობენ და უახლოეს დღეებში გააგზავნიან.

დღის ამბები