როგორ აისახება სტრესული გარემო ფსიქიკაზე და რა იწვევს პანიკურ შეტევასა და ნევროზს - დღეს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ადამიანებში შიშმა და ნევროზმა იმატა.
შიშის, წუხილისა და უსიამოვნო მოლოდინის მდგომარეობა - ექიმების თქმით, სწორედ ეს ფაქტორები იწვევს პანიკურ შეტევას.
გადაცემა "ექიმებში" სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა გარემოში არსებულ საფრთხეებზე, მითებისა და რეალობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც აღინიშნა, პანიკური შეტევა ქალებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე მამაკაცებში, ძირითადად ეს 25 წლიდან შეიძლება დაიწყოს და წლები გაგრძელდეს.
როგორც აღმოჩნდა, მითია ის, ფაქტი რომ მხოლოდ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს შეიძლება გამოუვლინდეთ პანიკური შეტევები.
ლევან რატიანის თქმით, პანიკური შეტევა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, განსაკუთრებით კი, მათ, ვინც სტრესულ სიტუაციაში ხშირად იმყოფება.
ექიმები ასევე ამბობენ, რომ პანიკური შიში ფიზიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს და ამიტომ სასწრაფოს გამოძახება ამ დროს საჭირო არ არის.
რას განიცდის ასეთ დროს ადამიანი - ლევან რატიანი განმარტავს:
"პანიკა ეს არის სტრესზე ბუნებრივი რეაქცია, რომლის დროსაც ორგანიზმში ადრენალინი გამოიყოფა. ეს იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას, კანკალს, ცივი ოფლის არსებობას და ბოლოს შესაძლოა ორგანიზმი გულისწასვლამდე მივიდეს".
როგორ შევაჩეროთ პანიკური შეტევა - ექიმებმა გადაცემაში რამდენიმე ხერხი დაასახელეს.
ეს არის სუნთქვის რეგულირება და ყურადღების გადატანა სხვა თემაზე.
ექიმებმა ასევე, დაასახელეს რჩევები იმ ადამიანებისთვისაც, ვინც პანიკურ შეტევის მქონე ადამიანის გვერდით იმყოფებიან:
. არ უნდა გავუბრაზდეთ მათ.
. ეცადეთ გააცინოთ.
. ჩაეხუტეთ.
. წაიყვანეთ სახლში.
როგორც აღმოჩნდა, პანიკური შეტევა, წელიწადში 6 მილიონ ადამიანს უვლინდება.