19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
უკრაინელი მინისტრები მთავრობის სხდომას საფეხბურთო ნაკრების ფორმით დაესწრნენ

უკრაინელი მინისტრები, პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან ერთად მთავრობის სხდომაზე თავიანთი ქვეყნის საფეხბურთო ფორმებით მივიდნენ.

ამ გადაწყვეტილებით მინისტრთა საბჭომ ფეხბურთელებს და ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში გასვლა მიულოცეს.

"უკრაინა ევრო 2020-ის მეოთხედ ფინალშია. ეს არის ჩვენი ნაკრებისა და საწვრთნელი შტაბის უდიდესი წარმატება. გილოცავთ, ესეთი ქმედებები უფრო ძლიერს ხდის ჩვენ ქვეყანას. მოგებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა მთელი ერი, რომელიც საფეხბურთო ნაკრებს მთელი გულით გულშემატკივრობს" - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ მერვედ ფინალურ ეტაპზე შვედეთი, მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედ ფინალში.

 

დღის ამბები