03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
"ახალი მემარჯვენეები" და ბურჯანაძის პარტია 15 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ

რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ახალი მემარჯვენეები და საარჩევნო ბლოკი "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" არ შეუერთდებიან. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არც კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიღებს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ დღეს განაცხადეს.

პოლიტიკურ პარტია “ახალ მემარჯვენეებში“ აცხადებენ, რომ ისინი არც ერთი პოლიტიკური პარტიის პიარღონისძიებაში ჩართვას არ აპირებენ.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი საპარლამენტო უმცირესობის იდეას აბსურდულს უწოდებენ. ეკა ბესელია პარტიისგან განმარტებებს ითხოვს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატოს.

15 ნოემბერს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აქციის გამართვას "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები