04 სექტემბერი 2026,   22:00
ვრცლად
ერთ-ერთი რეკომენდაციაა შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძ​ის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის და მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა უნდა აიცრას. 

"ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება ნიღაბია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. ასევე აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს აცრილი. 

დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის. ამიტომ, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები