19 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
პოლიციაში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება - 30-მდე ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

მთელი დღეა მედიის წარმომადგენლები პოლიციის კითხვებს პასუხობენ. 30-მდე ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ჯერ ყველა არ გამოუკითხავთ - მათ შორის "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილიც.

ძალადობისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, იმის მიუხედავად, რომ ის ძალადობის ამსახველ კადრებშიც ჩანს და ჟურნალისტებმაც ამოიცნეს. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ახალ სულ 3 პირია მოთავსებული, მათ შორის მამაკაცი, რომელმაც სცადა, რომ კუთვნილი მოპედით, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს დაჯახებოდა. არცერთი მათგანისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, გამოძიება, კი მათ წინააღმდეგ გუშინვე, სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით დაიწყო.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობდა, ნაწილი სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას აღიარებდა, იხდიდა ბოდიშსაც, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც დანაშაულს უარყოფდა. მოსამართლემ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების მიმართ ჯარიმა და ზოგ შემთხვევაში პატიმრობაც გამოიყენა.

55 დაშავებული, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელი და დღეის მონაცემებით 11 დაკავებული,- სავარაუდოდ მათი რიცხვი გაიზრდება, დადგენა-დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრების დათვალიერება და დაპირისპირების დროს დაშავებულების გამოკითხვები.

დღის ამბები