03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი - მზადება ”ნიჭიერისთვის”

ყველაზე სახალხო შოუ "რუსთავი 2-ზე" ბრუნდება. ”ნიჭიერი-2014” დღეს, 22 საათზე იწყება. შოუს უცვლელ წამყვან ვანიკო თარხნიშვილთან ერთად გიორგი ყიფშიძე წაიყვანს.

მსახიობები ნერვიულობენ, თუმცა ამბობენ, რომ საზოგადოებას კარგ სანახაობას შეთავაზებენ. "ნიჭიერის" წამყვანები წინა წლების მსგავსად, საზოგადოების გამხიარულებას შეეცდებიან და მაყურებელს მონაწილეების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

ისინი კვლავინდებურად ეცდებიან უგულშემატკივრონ და გაამხნევონ შოუს მონაწილეები. 

ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე აცხადებენ, რომ შოუ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს ერთგულ მაყურებელს და ის ძალიან მხიარული და სანახაობრივი იქნება.

„ჩვენ ვიქნებით კეთილი ხულიგნები," - აცხადებენ წამყვანები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები