03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ოჯახში ძალადობისათვის სანქცია მკაცრდება

ოჯახში ძალადობისათვის სანქცია მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობის ინიციატივით უნდა განხორციელდეს. „საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მთავრობა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. კანონპროექტის თანახმად, მკაცრდება სანქციები ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის. კერძოდ, ამ ქმედებისათვის აქამდე განსაზღვრულ სანქციას ემატება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე. ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრება ერთიდან სამ წლამდე პერიოდი. 

მთავრობის მხრიდან კანონის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა პარლამენტმა არ გაიზიარა. დეპუტატების განმარტებით, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე და გარკევული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არსებული შენიშვნების გამო, კანონის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდება

დღის ამბები