20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის, "ტაბულასა" და "ნიუპოსტის" წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

სამ პირს, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე არიან ბრალდებულები, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია "რუსთავი 2"-ის, "ტაბულასა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე პირებზე, მათ შორის მამაკაცზე, რომელიც "კურიერის" ჟურნალისტს თამარ თათარაშვილს მოპედით განზრახ დაეჯახა.

მურად დევლარიშვილისთვის, ზაზა მჭედილიძესთვის და ზაზა ჭაავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.  

დღის ამბები