20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
კოვიდინფიცირებული 3 ახალშობილის მდგომარეობა კვლავ რთულია - განსაკუთრებით მძიმეა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი 3 ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ერთ ჩვილს პირველადი სპეციფიკური PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს ე.წ. ბრიტანული. რაც შეეხება მესამე ბავშვს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლევა გრძელდება.

ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ახალშობილი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა განსაკუთებით მძიმეა:

"სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება, სამივე რჩება მართვით სუნთქვაზე, განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობაა დელტა შტამით დადასტურებულ პაციენტთან. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, ცვლილებები პარამეტრებში და ლაბორატორიულად ამ ეტაპზე არაა," - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

დღის ამბები