09 სექტემბერი 2026,   19:19
ვრცლად
ოლიმპიადის სლოგანია "გაერთიანებულნი ემოციით", ჩვენ სწორედ ამის ჩვენება გვინდა - აკირ იმამური

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აკირ იმამურიმ ქართველ ოლიმპიელებს გაცილების ცერემონიზე სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანება, მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა.

მისივე თქმით, ოლიმპიადა უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

"ოლიმპიადის სლოგანია "გაერთიანებულნი ემოციით", ჩვენ სწორედ ამის ჩვენება გვინდა. პანდემიის პირობებში ვხედავთ პრობლემებს, საზოგადოება არის გახლეჩილი. ჩვენ უნდა გავერთიანდთ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, რელიგია და ორიენტაცია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ჩვენ ოლიმპიადას უსაფრთხო გარემოში ჩავატარებთ,"- აღნიშნა აკირ იმამურიმ

დღის ამბები