19 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის დროს სომეხი სამხედრო დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის დროს სომეხი სამხედრო დაიღუპა.

შემთხვევა ერასხის მონაკვეთზე მოხდა. ოფიციალური ერევნის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით პოზიციებს ამაგრებდნენ. მათ მოთხოვნაზე, შეეჩერებინათ სამუშაო, სროლა დაიწყეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთს კონტრბრალდებებს უყენებს, ადანაშაულებს პროვოკაციებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

დღის ამბები