უკვე 13 საათია საქართველოს 4 ნაციონალური ტელეარხი გათიშულია. TV პირველმა, "მთავარმა არხმა", "ფორმულამ" და "კავკასიამ" მაუწყებლობა, პროტესტის ნიშნად, 24 საათით შეწყვიტეს.
ოთხივე არხის ეთერში მთელი დღის განმავლობაში იმ რეპორტიორების სახელები და გვარები ტრიალებს, რომლებზეც 5 ივლისს ფიზიკურად იძალადეს.
ტელევიზიების მდუმარე პროტესტის მიმართ მმართველი გუნდი სოლიდარული არ არის და პროტესტის ეს ფორმა არასწორად მიაჩნია.
ოპოზიციის ნაწილმა მედიის პროტესტს მიჰბაძა და დღეს დუმილი არჩია, ნაწილმა კი ღიად განაცხადა, რომ პრესას საკუთარი უფლების დასაცავად მსგავსი რადიკალური ზომები არ უნდა სჭირდებოდეს.