19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
ჩინეთის რამდენიმე ქალაქის საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა არავაქცინირებული ადამიანები არ დაუშვან

190 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. "დელტა" შტამის გავრცელების გამო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ისრაელი. შესაძლოა, დახურულ სივრცეში გამართულ ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულმა, ან კოვიდგადატანილმა პირებმა შეძლონ.

ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოცხადდება აბუ-დაბიში.

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში სკოლებში, საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებში კი შესაძლოა არავაქცინირებული ადამიანები არ დაუშვან.

საფრანგეთში შემოღებული ახალი რეგულაციების შემდეგ აცრების დღიურმა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ევროკავშირის საბჭომ კი უკრაინა შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეები ევროკავშირში შეზღუდვების გარეშე შეძლებენ მოგზაურობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოგზაურობისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომა ყველას არ აქვს.

დღის ამბები