დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო გაიმართა. პროცესზე ზაზა სარალიძე გამოკითხეს.
გიორგი მენაბდე სამი თვის წინ დააკავეს. მანამდე მას ამ საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა.
ზაზა სარალიძემ დღეს სასამართლოზე გაიხსენა შვილის მკვლელობის დღე, როდის ვინ და რა სახით მიაწოდა ეს ინფორმაცია.
ზაზა სარალიძის მოთხოვნა უცვლელი რჩება, - დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მისი შვილის მკვლელობასთან შემხებლობაშია.