20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
Facebook-მა ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური პლატფორმა "ალტ-ინფოს" გვერდი ისევ წაშალა

Facebook-მა "ალტ-ინფოს" გვერდი ისევ წაშალა - ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა სოციალურ ქსელში ისევ აღარ იძებნება.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სოციალურმა ქსელმა Facebook-მა წაშალა "ალტ-ინფოს" გვერდი. მსგავსი შემთხვევა პირველად 11 ივლისს დაფიქსირდა.

"ალტ-ინფოს" წევრები 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების თანაორგანიზატორები და მონაწილეები არიან.

როგორც დღეს დილით "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიას და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარის, გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ისინი საგამოძიებო უწყების განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები