20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
პირველი ლეტალური შემთხვევა ჩვილებში, სწრაფი გავრცელება და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი - ქვეყანაში "ინდური" შტამი მატულობს

საქართველოში პირველად კორონავირუსს ჩვილი ემსხვერპლა. 25 დღის ბავშვი ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდა, ამავე დაწესებულებაში კიდევ ორი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა, ერთ-ერთს ვირუსის "ინდური" შტამი აქვს.

მოლოდინი, რომ კოვიდის აგრესიული ვარიანტი არსებულ შტამებს სრულად ჩაანაცვლებს, დღითიდღე მართლდება.

ექიმების ვარაუდით, ვირუსის ახალი ფორმის სრულად გავრცელება შესაძლოა სამ-ოთხ კვირაში დაიწყოს.

ბავშვების შემთხვევები, უფრო სწრაფი გავრცელება და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი - სწორედ ეს მახასიათებლები ქმნის განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობას.

დღის ამბები