03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
მეგაშოუ „ნიჭიერის“ მეხუთე სეზონის დაწყებამდე 3 საათი დარჩა

მეგაშოუ „ნიჭიერი“ იწყება. მეხუთე სეზონის დაწყებამდე 3 საათზე ცოტა ნაკლები რჩება.  გადაცემის წამყვანები და ჟიურის წევრები ყველაზე განსხვავებულ, მხიარულ და სანახაობრივ შოუს გვპირდებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა, ნიკა გვარამია და ლევან წულაძე შოუში მონაწილეებს შეაფასებენ.

"ნიჭიერის" უცვლელი წამყვანი ვანიკო თარხნიშვილი და შოუს ახალი სახე გიორგი ყიფშიძე კონკურსანტებს გაამხნევებენ.

წინა სეზონების მსგავსად, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს სიურპრიზებით დატვირთულ სანახაობას ჰპირდება.

პროექტში მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი კონკურსანტებიც. მეგაშოუში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია. "ნიჭიერის" ახალ სეზონზე მაყურებელი 4-დან 8 წლამდე ასაკის მონაწილეებს იხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები