03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
საიტი სადაც მომხმარებელს ბანკების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ

ახალი ვებ-გვერდი, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა ტიპის სესხისა და ანაბრის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკებმა” წარმოადგინა. საიტზე www.gaige.ge როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტებია განთავსებული.

როგორც ორგანიაზაცია ”საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, მომხმარებელი ბანკში მისვლამდე ნებისმიერი ბანკის სესხისა, თუ ანაბრის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს. „მომხმარებელს შეუძლია შევიდეს, ნახოს და შეადაროს, სხვადსხვა ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის, თუ ანაბრის პირობები. აქვე არის სესხის კალკულატორები, რომლითაც შეუძლიათ დათვალონ, თვეში რამდენის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად შეუძლიათ კარგად მომზადებულები მივიდნენ ბანკში ჩვენი საიტის მეშვეობით“.

დღის ამბები