20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოქალაქეთა ვაქცინაციის ფარგლებში, მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში მოსახლეობის საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. ამ დროისათვის სამედიცინო ცენტრში 60-ზე მეტი მოქალაქე იქნა აცრილი.

ვაქცინაციის პროცესს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

"მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა, მცხეთის მოსახლეობა აქტიურად აიცრა, რაც, რა თქმა უნდა მისასალმებელია. ეს არის ერთადერთი გზა, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ თანდათან დავემშვიდობოთ ამ ვირუსს," - განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.

დღის ამბები