მოპედის მფლობელებისთვის მართვის მოწმობის აღება შესაძლოა აუცილებელი გახდეს, საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. საუბარია იმ ტიპის მოპედებზე, რომლებსაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არც მართვის მოწმობა და არც სახელმწიფო სანომრე ნიშანი სჭირდება.
კანონის გამკაცრების იდეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, ძალოვანი უწყება ამას მოპედების მონაწილეობით გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებით ხსნის.
საკანონმდებლო რეგულაციას ეთანხმებიან კურიერებიც, რომლებიც მოპედების ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა მათ შორისაც არიან ისეთები ვისთვისაც მართვის მოწმობის აღება მიუღებელია.