20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
რეინჯერთა მსოფლიო დღე თბილისის ეროვნულ პარკში აღინიშნა

რეინჯერთა მსოფლიო დღე თბილისის ეროვნულ პარკში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 100-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა.

კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.

წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი, გიორგი აბრამიშვილი დასახელდა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-მდე რეინჯერი იცავს.

დღის ამბები