გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა - ბოლო თვეების განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში იმატებს ვირუსის DELTA შტამის დადასტურებული შემთხვევებიც. COVID-19-ის ინდური ვარიანტი 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა შტამები.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების თქმით, ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაციაა.
ინფექციონისტები ამბობენ, რომ საზოგადოების დახმარების გარეშე ქვეყანას ვირუსითან ბრძოლა გაუჭირდება.
აცრა რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი ეფეტური საშუალებაა, დღეს საზოგადოებას ანსამბლმა "რუსთავმა" უთხრა. სოციალური პასუხიმგებლობა საჯაროდ 60-ზე მეტმა მომღერალმა, მოცეკვავემ და გუნდის თანამშრომლებმა გამოხატა.
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და დაძაბული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გახდა მოტივი ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონისთვისაც. ნიკოლოზ იზორიამ დღეს კოლეგებს და საზოგადოებას მაგალითი მისცა.
სულ მალე მწვანე ზონის სტატუსს ტელეკომპანია "რუსთავი 2-იც" მოიპოვებს. თანამშრომლების ნაწილი უკვე აცრილია. მათ შორის "სხვა შუადღის" წამყვანი ქეთა გაბუნია, როლიც 4 თვის ფეხმძიმეა, ამბობს, რომ პირველ რიგში საკუთარი შვილის ჯანმრთელ მომავალზე იფიქრა და "ფაიზერით" აიცრა.
ექიმებთან კოსულტაციის შემდეგ აცრის გაკეთებ, "დილა უქმეებიის" წამყვანმაც გადაწყვიტა. მაკო კვიტაიშვილი, რომელიც ლაქტაციის პერიოდშია, თვლის, რომ ახლა ფიქრის დრო არ არის, მთავარი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.
საქართველოში იმუნიზაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია. სულ, 18 წელს ზემოთ მოსახელობის დაახლოებით 5%-ია აცრილი. საკმარისი საზოგადეიობრივი იმუნიტეტის გამომუშავებას კი 1 მლ 700 ათასი ადამიანის აცრა სჭირდება. სპეცლიასტები დარწმუნებული არიან, რომ უკვე სექტემბერში მოსახლეობის 20 % აცრილი იქნება.