04 სექტემბერი 2026,   23:47
ვრცლად
სტიქიამ გორში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა - მიყენებული ზარალის შესწავლას სპეციალური კომისია დღეიდან იწყებს

გორში სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლას სპეციალური კომისია დღეიდან იწყებს. ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დატოვა, ნაწილი კი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, კაპიტალურ რემონტამდე სახლების დროებითი გადახურვა მოხდება.

ძლიერმა ქარმა გორში ხეებიც წააქცია, რის გამოც გარკვეულ ტერიტორიებზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

დღის ამბები