20 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
2 კვირა თუ ეს მონაცემები გაგრძელდა, ჯანდაცვა ჩაიკეტება და დადგება მომენტი, რომელსაც ე.წ. კარვების მედიცინას ეძახიან - დევი ტაბიძე

საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს - ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზი. სფეროს სპეციალისტების ვარაუდობენ, რომ შეზღუდვების შედეგს ქვეყანა 2 კვირის შემდეგ იგრძნობს. მათი შეფასებით ახლა ქვეყანაში კრიტიკული ეპიდვითარებაა, რამაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის ჩაკეტვა გამოიწვიოს.  

"დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის უკვე კრიტიკული, ყველაზე მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში თუ ეს მონაცემები გაგრძელდა ჯანდაცვა პრაქტიკულად ჩაიკეტება და არანაირი დახმარების საშუალება აღარ გვექნება და დადგება ის მომენტი, რომელსაც ე,წ კარვების მედიცინას ეძახიან, ეს არის საომარი სიტუაციებისთვის ორგანიზებული, მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს როგორც დადებითი ასევე ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება," - აცხადებს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი დევი ტაბიძე.

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე სიტუაციის გართულების ერთ-ერთ მიზეზად პირბადეების გამოყენების შემცირებას მიიჩნევს, მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოსავალი ვაქცინაციაა და იმუნიზაციაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უნდა გახდეს გარდამტეხი პანდემიის დასრულებაში.

შეგახსენებთ, დღეიდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში სამ კვირიანი რეგულაციები ამოქმედდა. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, თუმცა რეგულაცია არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, შეიზღუდება ფესტივალები, კონცერტები, გასართობი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.

დღის ამბები