03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ზუგდიდში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

აფხაზეთის სუს-ის ერთ ერთი განყოფილების უფროსი, რომელიც აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 32 წლის მამაკაცის ცხედარი შენობის ნანგრევებიდან მხოლოდ მას შემდეგ ამოიყვანეს, რაც შემთხვევის ადგილზე სპეციალური ტექნიკის მობილიზება მოხდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ქუთაისში ჩაუტარდება. აფეთქება ზუგდიდში ორი საათის წინ მოხდა. გორის ქუჩაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა ააფეთქეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ერთი კედლი ჩამოინგრა. ასევე დაზიანებულია ნაგებობის შიდა ინფრასტრუქტურაც. აფეთქებული შენობიდან რამდენიმე მეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმა მდებარეობს. მომხდარზე ამ დრომდე არ გაუკეთებიათ კომენტარი ჭიკაიძის უწყებაში. 

დღის ამბები