დიღმის ოლიმპიური სოფლის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო. საჭიროების შემთხვევაში, ახალ საველე საავადმყოფოს 150-მდე პაციენტის მიღება შეუძლია. თავდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებას უკვე გადასცა ასეულობით საწოლი და მზადყოფნა გამოთქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე საწოლი დაამზადოს.
ქვეყანაში ამოწურულ საწოლფონდზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა, თუმცა ამის მიუხედავად, უწყება მუშაობს არაერთი მიმართულებით, რათა კოვიდდადასტურებულმა პაციენტებმა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
დღეს, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სპეციალისტებს მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის იმედი აქვთ, ელოდებიან, რომ დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი აიცრება და დიდი ალბათობით, დამატებითი საველე ჰოსპიტლების გამოყენება ქვეყანას არ დასჭირდება.