24 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა - რამდენი იქნება ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება

12-წლიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ ინგლისში დაბრუნდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზებს. 36 წლის პორტუგალიელმა "წითელ ეშმაკებთან" 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი.

ტრანსფერის ღირებულება 21,4 მილიონი ფუნტ სტერლინგია, მისი წლიური ანაზღაურება კი 25 მილიონი ფუნტი იქნება. "იუნაიტედის" რიგებში რონის პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 2-ჯერ, ქვეყნის თასი კი ერთხელ აქვს მოგებული.

2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

დღის ამბები