აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდი საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მიღებული მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.
"ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვართ ქვეყნების იმ უზარმაზარი ქსელისა, რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ევაკუაციის პროცესში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს - ბაჰრეინს, დანიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, კოსოვოს, ქუვეითს, პაკისტანს, კატარს, ესპანეთს, შვეიცარიას, თურქეთს, უკრაინას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვებს, მათ, ვინც ხელი შეუწყო ამერიკელების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას" - აცხადებს პოლიტიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.
ამ ეტაპზე, თბილისის გავლით, ტრანზიტულად ავღანეთიდან ევაკუირებული 2500-ზე მეტი მოქალაქის გატარება მოხდა.