16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
100-მდე ახალი სარაგბო მოედანი ქვეყნის მასშტაბით - გეგმა, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს

100-მდე ახალი რაგბის მოედანი - ეს ის გეგმაა, რომელიც მომდევნო 4 წელში უნდა განხორციელდეს. მომდევნო წლიდან, ყველა მუნიციპალიტეტში სტადიონების მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება. იდეა რაგბის კავშირს ეკუთვნის და როგორც მისი პრეზიდენტი ამბობს, ყველა მოედანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

იდეას საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს. თეა წულუკიანმა და პრემიერმა სიმბოლურად სპორტსმენებისგან საჩუქრად რაგბის ბურთი და მაისურები მიიღეს.

2022 წლიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დროის მონაცემებით 45 ლოკაციაზე დაიწყება.

დღის ამბები