03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ხელვაჩაურში სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობი იწვის

ხელვაჩაურში სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობი იწვის. შენობას ცეცხლი დაახლოებით 2 საათია უკიდია, თუმცა მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობს. საწყობში შენახული საღებავები აცეტონს შეიცავს, რის გამოც ხანძრის ლოკალიზება რთულდება.  

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობი დასახლებული პუნქტიდან მოშორებულ ადგილზე მდებარეობს, რის გამოც ხანძარი მოსახლეობისთვის საშიში არ არის. შენობა ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

დღის ამბები