ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1115 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა - 3.1132 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0017 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
სებ-ის ინფორმაციით, 7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.6924 ლარი გახდა. 7 სექტემბრამდე მოქმედი კურსით კი 3.6929 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 8 სექტემბრიდან შევა.