საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება.
ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს საბა ლობჟანიძე გამოტოვებს.
ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.