ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1157 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა - 3.1143 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0014 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
სებ-ის ინფორმაციით, 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.6865 ლარი გახდა. 9 სექტემბრამდე მოქმედი კურსით კი 3.6805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.
9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 10 სექტემბრიდან შევა.