03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ხელვაჩაურში სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობი დაიწვა

ხელვაჩაურში სამშენებლო და სარემონტო მასალების საწყობი დაიწვა. სამაშველო ბრიგადები ხანძარს 2 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

სულ 350 კვარდრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის ლოკალიზება გართულდა, რადგან ცეცხლი საღებავებს ეკიდა. საწყობი ირანის მოქალაქეს ეკუთვნის. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები